ავტორი:

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

ილია სულამანიძემ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა.

25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა.

ლია ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი სომბორ ვეგი დაამარცხა, შემდეგ მერვედფინალში - მოლდოველ ვადიმ გიმბოვსკი, მეოთხედფინალში კი რუს ნიაზ ბილალოვს სძლია.

სულამანიძე უკვე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი.