ავტორი:

უცნაური მანერების მქონე ქალი ოვალური კაბინეტიდან - ვინ არის მილიარდერი სუზან დელი, რომელმაც ტრამპი დაჩრდილა და სოც ქსელების ყველაზე განხილვად ადამიანად იქცა

უცნაური მანერების მქონე ქალი ოვალური კაბინეტიდან - ვინ არის მილიარდერი სუზან დელი, რომელმაც ტრამპი დაჩრდილა და სოც ქსელების ყველაზე განხილვად ადამიანად იქცა

Dell Technologies-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, მაიკლ დელის მეუღლე სუზან დელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ყოფილი ტანსაცმლის დიზაინერი, რომელმაც ქმართან ერთად 6.25 მილიარდი დოლარის ღირებულების საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო, თითქმის სამი ათწლეულია, რაც გლობალურ მედიაში თავის ადგილს იმკვიდრებს.

2025 წლის დეკემბრიდან მილიარდერი ფილანთროპები, მაიკლ და სუზან დელები ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. წყვილმა 6.25 მილიარდი დოლარი გამოყო “Trump Accounts“-ის პროექტისთვის, რომელიც პრეზიდენტის სკანდალური “One Big Beautiful Bill Act“-ის ნაწილია. აღნიშნული შეწირულობა დააფინანსებს საინვესტიციო ანგარიშებს სულ მცირე 25 მილიონი ამერიკელი ბავშვისთვის.

გარდა ამისა, 2026 წლის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანია Dell-თან 9.7 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება გააფორმა აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაზე. 62 წლის სუზან დელმა, რომელმაც ქმართან ერთად 2026 წლის 7 ოქტომბერს თეთრ სახლში მორიგი ვიზიტი განახორციელა, საზოგადოებრივ ასპარეზზე კიდევ უფრო აქტიური ადგილი დაიკავა.

  • ქორწინება 1989 წელს და ოთხი შვილი

სუზან ლიბერმანი და მაიკლ დელი 1989 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ. იმ პერიოდში მაიკლი უკვე Dell Technologies-ის გენერალური დირექტორი იყო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიისკენ იკაფავდა გზას.

წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - კირა, ალექსა, ჯულიეტი და ზაქარი. ბავშვები ოსტინში, ტეხასის შტატში გაიზარდნენ, სადაც დელების ოჯახი დღემდე ცხოვრობს. დღესდღეობით მათი შვილები უკვე ზრდასრულები არიან და საკუთარ საქმიანობას ეწევიან.

  • საკუთარი მოდის ბრენდი და საქველმოქმედო საქმიანობა

2000-იანი წლების დასაწყისში სუზანმა საკუთარი მოდის ბიზნესი წამოიწყო. მან ჯერ საკუთარი სახელობის ბრენდი, მოგვიანებით კი მაღალი კლასის ლეიბლი Phi შექმნა, რომელმაც არსებობა 2010 წლის იანვარში შეწყვიტა.

სუზანის საქმიანობის მთავარი სფერო მაინც საქველმოქმედო ფონდი, “Michael & Susan Dell Foundation“ გახდა. ფონდმა ასობით მილიონი დოლარი გადარიცხა სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ოსტინში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტისა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრისთვის (Dell Children's Medical Center). ბოლო წლებში წყვილმა ფონდის საქმიანობა გლობალურ მასშტაბზე გაიტანა და განსაკუთრებით გააფართოვა პროექტები ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.

წყარო