ავტორი:

ტყიბულში მეშახტე დაშავდა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ტყიბულში მეშახტე დაშავდა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.