ავტორი:

70 წლის არაზ აგალაროვი 27 წლის მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - პოპულარული შვილი და კავშირი ივანიშვილების ოჯახთან, რა ვიცით აზერბაიჯანელი მილიარდერის შესახებ

70 წლის არაზ აგალაროვი 27 წლის მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - პოპულარული შვილი და კავშირი ივანიშვილების ოჯახთან, რა ვიცით აზერბაიჯანელი მილიარდერის შესახებ

70 წლის მილიარდერი, კომპანია Crocus Group-ის პრეზიდენტი და მფლობელი არაზ აგალაროვი საზოგადოებაში 27 წლის მეუღლესთან, ალიონა აგალაროვასთან ერთად გამოჩნდა. ბიზნესმენი მეუღლეს სავაჭრო ცენტრ Crocus City Mall-ში მისი ბუტიკის გახსნაზე მხარს უჭერდა.

  • წყვილმა ფოტოგრაფებისთვის ერთად იპოზიორა და ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. ალიონა აგალაროვამ საღამოს სტუმრებსაც უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ქსენია სობჩაკი, იანა რუდკოვსკაია, სევილი და სხვები.

44-წლიანი ქორწინება და ახალი ოჯახი

არაზ აგალაროვი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავის თანაკლასელ ირინაზე იყო დაქორწინებული. მათ ორი შვილი ჰყავთ - ვაჟი ემინი, რომელიც მომღერალი და ბიზნესმენია, და ქალიშვილი შეილა.

პირველ ცოლთან და შვილებთან ერთად

გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ აგალაროვი ირინას გაეყარა და სარატოვში დაბადებულ ალიონა ივანოვაზე იქორწინა, რომელიც მასზე 44 წლით უმცროსია. წყვილს უკვე შვილები ჰყავს. უცნობია, როდის დაიწყო მათი ურთიერთობა.

ირინა და არაზ აგალაროვებს განქორწინების შესახებ საჯაროდ არ განუცხადებიათ. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ემინმა ინტერვიუში თქვა, რომ დედა და და აშშ-ში ცხოვრობდნენ.

ყოფილ მეუღლეებს თბილი ურთიერთობა აქვთ შენარჩუნებული. ამ ზაფხულს ირინა აგალაროვა ბაქოში გამართულ ფესტივალ Dream Fest-ს დაესწრო, რომელსაც მისი ვაჟი ყოველწლიურად მართავს. ფესტივალზე იმყოფებოდა არაზ აგალაროვიც ამჟამინდელ მეუღლესთან ერთად.

აგალაროვი შვილთან და ყოფილ მეუღლესთან ერთად Dream Fest-ზე

აგალაროვების ოჯახი სკანდალის ცენტრში

2024 წელს აგალაროვების კუთვნილ საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. მომხდარის შემდეგ ოჯახი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა - მათ მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებდნენ და აცხადებდნენ, რომ საკონცერტო დარბაზში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და დაცვის პრობლემები არსებობდა.

აგალაროვები ბრალდებებს უარყოფდნენ.

რა აკავშირებს აგალაროვებისა და ივანიშვილების ოჯახებს?

არაზ აგალაროვის ოჯახს ბერა ივანიშვილთან მეგობრობა აკავშირებს. ბერა მეგობრობს აგალაროვის ვაჟთან, ემინთან, რომელიც მომღერალი და ბიზნესმენია.

ემინ აგალაროვი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. თბილისში მას ბერა ივანიშვილი დახვდა, მოგვიანებით კი ემინმა ბერა ოჯახთან ერთად ბაქოში, საკუთარ საკურორტო კომპლექს Sea Breeze-ში მიიწვია. აგალაროვმა სოციალურ ქსელში ბერას ოჯახთან ერთად გადაღებული კადრებიც გამოაქვეყნა.

ემინ აგალაროვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ყოფილი სიძეა. ის ლეილა ალიევაზე იყო დაქორწინებული. ამჟამად კი მისი მამა, მილიარდერი არაზ აგალაროვი, 27 წლის ალიონა აგალაროვაზე ქორწინებითაც იქცევს ყურადღებას.