12 წლის მია შეი სენტ-ჰილერი ლონდონში, კაფეში შეკვეთილი მილქშეიკის დალევის შემდეგ გარდაიცვალა.

გოგონა მოგვიანებით დეიდის სახლში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის Evelina London-ის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მიას ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად კვების ობიექტებში ალერგენების მართვის წესები უფრო მკაცრი უნდა იყოს.
ისინი მოითხოვენ, რომ ჰიგიენის შეფასებასთან ერთად, დაწესებულებებს ალერგიის მართვის პრაქტიკის ცალკე, თვალსაჩინო შეფასებაც ჰქონდეთ, რათა მომხმარებლებმა წინასწარ იცოდნენ, რამდენად უსაფრთხოა მათთვის კონკრეტულ კაფეში ან რესტორანში საკვებისა და სასმლის შეკვეთა.