ავტორი:

"ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას" - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა პროკურატურის განცხადებაზე

"ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას" - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა პროკურატურის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება, - ასე ეხმაურება მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, მას სხვა მოლოდინიც არ ჰქონია.

"ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება.

სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას. მათ სინდისზე იყოს და ვუსურვებდი, რომ მათ ოჯახებში და სახლებში ასეთი ტრაპაიძეები და სხვები ესტუმრონ და ასეთი პროცედურა ჩაუტარონ“, - განაცხადა ირმა დავითაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.