ავტორი:

კრემლის სამთავრობო თვითმფრინავები მოსკოვში ვერ დაეშვნენ - "დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პუტინიც იყო, თურქმენეთიდან ბრუნდებოდა"

კრემლის სამთავრობო თვითმფრინავები მოსკოვში ვერ დაეშვნენ - "დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პუტინიც იყო, თურქმენეთიდან ბრუნდებოდა"

9 ოქტომბერს, უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, რუსეთის სპეციალური საფრენი რაზმის, "როსიას“ რამდენიმე სამთავრობო თვითმფრინავი მოსკოვში დროულად ვერ დაეშვა. სამი მათგანი თურქმენეთიდან ბრუნდებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინი დსთ-ის სამიტს ესწრებოდა.

  • Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავები RA-96020 და RA-96022 თურქმენბაშის აეროპორტიდან, შესაბამისად, 14:00 და 14:15 საათზე გაფრინდნენ. მოსკოვის თავზე მანევრების შემდეგ ორივე მათგანი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა - პირველი 18:06 საათზე, მეორე კი 18:21 საათზე.

მესამე Ил-96, რეგისტრაციის ნომრით RA-96025, თურქმენბაშიდან 15:52 საათზე გაფრინდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანიშნულების ადგილი მოსკოვი იყო, თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში გადამისამართდა, მოგვიანებით კი მოსკოვში გაემგზავრა.

მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაახლოებით 15:40 საათზე დაწესდა და 18:40 საათისთვის სრულად მოიხსნა. შეზღუდვების გამო 200-ზე მეტი რეისი გადაიდო, 100-ზე მეტი კი გაუქმდა.

უცნობია, კონკრეტულად რომელი თვითმფრინავით მგზავრობდა ვლადიმერ პუტინი.

წყარო