რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აშკარა სისუსტეა, რუსეთი დიზელისთვის შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინა მზად არის სიმეტრიული დეესკალაციური ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა სანავთობო ობიექტებზე ჩვენი დარტყმები პასუხია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსეთი მრავალწლიანი ტერორის კამპანიაზე. უკრაინა ცეცხლს არ გაუჩენს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს თუ რუსეთი არ გაანადგურებს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მსგავსი ტიპის შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკელებს და გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა გააჩნია მსგავსი კომპრომისის მისაღწევად.
პუტინისთვის საჩუქრები არ მოუტანს მშვიდობას ან რაიმე სარგებელს ცივილიზებულ სამყაროს. რუსეთი დიზელისთვის შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის უფლების მიცემა ინვესტიციაა ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. საჭიროა რეალური დეესკალაცია რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე“, - წერს ზელენსკი.