ავტორი:

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს, რატომ? აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით" - პაველ ჰერჩინსკი

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს, რატომ? აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით" - პაველ ჰერჩინსკი

დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის და "ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს "საქართველოში ვითარების გაუარესებას განიხილავენ“.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს [12 ოქტომბერს] გამართავენ შეხვედრას და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. სინამდვილეში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს. რატომ? ვინაიდან აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესებაზე, შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის მდგომარეობაზე.ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს, რატომ? აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით

ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის. ხალხი ციხეში მიდის "ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად პრობლემურია და ამიტომ, კიდევ ერთხელ, შემდეგ ორშაბათს მინისტრები განიხილავენ საქართველოში ვითარების გაუარესებას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.