ავტორი:

"ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი რამაა, რაც ჩვენს ოჯახს გადახდენია“ - ჯორჯ კლუნი სინდი კროუფორდის ვაჟის გარდაცვალებაზე პირველად ალაპარაკდა

"ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი რამაა, რაც ჩვენს ოჯახს გადახდენია“ - ჯორჯ კლუნი სინდი კროუფორდის ვაჟის გარდაცვალებაზე პირველად ალაპარაკდა

მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ პრესლი გერბერის გარდაცვალების შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა და მომხდარს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედია უწოდა:

"გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი რამაა, რაც კი ჩვენს ოჯახს დამართნია“, — განაცხადა კლუნიმ წუხელ, 9 ოქტომბერს, ღონისძიება Albies-ზე, გადაცემა Entertainment Tonight-თან საუბრისას.

ჯორჯ კლუნი სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის ოჯახის დიდი ხნის მეგობარია. გარდა ამისა, მათ საერთო ბიზნესიც აკავშირებთ - რენდი გერბერი და კლუნი ერთად ფლობენ ტეკილას ბრენდ Casamigos-ს.

27 წლის პრესლი გერბერი 20 სექტემბერს, ლოს-ანჯელესის სანტა-მონიკაში მდებარე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ცნობებით, მისი გარდაცვალება ,სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებას უკავშირდება. შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ადგილზე მისულ სამედიცინო ჯგუფს გულის გაჩერებისა და დოზის შესაძლო გადაჭარბების შესახებ აცნობეს.

როგორც Page Six წერს, ჯორჯ კლუნის პრესლისთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. გამოცემის წყაროების თანახმად, მსახიობი ახალგაზრდას ხშირად ესაუბრებოდა და მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა.

წყარო

ასევე იხილეთ:

  1. რა მოხდა სინდი კროუფორდის შვილის ნომერში გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე: ვრცელდება პრესლის მიერ გადაღებული ვიდეო