ბოლო დღეების გრილი და წვიმიანი ამინდების შემდეგ, საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. როგორც სინოპტიკოსმა თამარ პაპაშვილმა AMBEBI.GE -ს განუცხადა, საქართველოში, უახლოეს დღეებში, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსსაც კი მიაღწევს.
"მომავალ დღეებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში იქნება უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურაც საკმაოდ მოიმატებს, 25-30 გრადუსს მიაღწევს. ყველაზე მეტად მაღალი ტემპერატურა აჭარის სანაპირო ზოლშია მოსალოდნელი. რაც შეეხება კოლხეთის დაბლობს და მთიან რეგიონებს, აქ ველით აღმოსავლეთის ქარს, ძლიერი დაქროლვებით, 17-22 მ/წ ფარგლებში.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გდარუსს ვერ მიაღწევს, მაგრამ იქნება უნალექო ამინდები. დღეს მზიანი, თბილი დღე გვაქვს, მაგრამ შემდეგ დღეებში, შედარებით ნისლიან, ღრუბლიან ამინდს ვვარაუდობთ, ხანმოკლე წვიმაც შესაძლებელია დღის განმავლობაში. ქარი არ გვექნება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს არ გადააჭარბებს.
15 ოქტომბრიდან დათბება და ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართელოშიც მოიმატებს. გვექნება მზიანი ამინდები. 17 ოქტომბრიდან კი ისევ ველოდებით არამდგრად ამინდებს.
საერთო ჯამში, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ მზიანი და თბილი იქნება ოქტომბერი, იქნება წვიმიანი პერიოდებიც, თუმცა მონაცვლეობა მზიანი და წვიმიანი დღეების ნამდვილად გევქნება.
დედაქალაქს, რაც შეეხება, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 ოქტომბრის დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე ხასიათის წვიმა, 14 და 15 რიცხვში ისევ მოიამტებს ჰაერის ტემპერატურა, კვირის ბოლოს ისევ ველოდებით არამდგარდ ამინდს." - აცხადებს სინოპტიკოსი.