სალოცავი, სადაც ადამიანები დაჩოქილები შედიან - "არსებობს არაერთი შემთხვევა,როცა აქ მოსვლის შემდეგ წყვილს შვილი შეეძინა" (ვიდეო)

სალოცავი, სადაც ადამიანები დაჩოქილები შედიან - "არსებობს არაერთი შემთხვევა,როცა აქ მოსვლის შემდეგ წყვილს შვილი შეეძინა" (ვიდეო)

საგურამოსკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ნავდარაანთკარში, საუკუნეების ისტორიის მქონე ტაძარი და პატარა სამლოცველო დგას - ადგილი, რომელსაც ადგილობრივები განსაკუთრებულად მიიჩნევენ. სალოცავი, რომლის კართან ადამიანთა ნაკადი არ წყდება. ადგილი, სადაც ადამიანები იმედით ადიან და მადლიერებით ბრუნდებიან.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიასა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 თებერვალს მიენიჭა.

ტაძრის ეზოში კიდევ ერთი, განსაკუთრებული დანიშნულების მცირე სამლოცველოა. ადგილობრივები ამ პატარა სამლოცველოს განსაკუთრებულ თვისებას მიაწერენ - მათი თქმით, ის უშვილო წყვილების შემწეა. ადგილობრივთა მონაყოლით, არსებობს არაერთი შემთხვევა,როცა აქ მოსვლის შემდეგ წვილს შვილი შეეძინა.

ეს ისტორიები თაობიდან თაობას გადაეცემა და პატარა სამლოცველოს მიმართ ადამიანების რწმენას კიდევ უფრო ამყარებს. მისი ზომა იმდენად მცირეა, რომ შიგნით შესვლა მხოლოდ მუხლმოდრეკილს, დაჩოქილს შეუძლია. დღეს ნავდარაანთკარში მდებარე ტაძარი არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილია, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი კერაცაა.