ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც.
როგორც ახლობელი ამბობს, მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ავანგარდის დასახლებაში 30 სექტემბერს მოხდა, მას შემდეგ მძიმედ დაშავებული კაცი საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ასევე წაიკითხეთ: