რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ გადადის ნელ-ნელა ავტომობილი სავალი ნაწილიდან. უკან მიმავალი მანქანის მძღოლი კი მას გამუდმებით უსიგნალებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მძღოლს ჩაეძინა. შემთხვევა ჩაქავის მიმდებარედ მოხდა. უკან მყოფმა მანქანის მძღოლმა საფრთხე დროულად შეამჩნია, სიგნალებით გააღვიძა და მანქანის გაჩერებაში დაეხმარა.
"ოჯახთან ერთად მივდიოდი თბილისში. მძღოლის მანევრიდან შევნიშე რომ ჩაეძინა.სინგალებით და ფარებით გავაღვიძე. მალევე გაეღვიძა და დაბრუნდა ზოლში. შემდეგ გავაჩერეთ ავტომობილები. ვთხოვე, სანამ არ გამოიძინებდა, მგზავრობა არ გაეგრძელებინა. მადლობა გადამიხადა და ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს," - ამბობს დავით ხოზრევანიძე.