ვინ არის მამაკაცი, რომლის ვიდეოს "ტიკტოკზე" 2 მილიონამდე ნახვა აქვს - "ეს მანქანა გახდა სცენა და მგზავრები აუდიტორია, ერთი კაციც რომ ტაშს დაგიკრავს, სასწაულია"

ვინ არის მამაკაცი, რომლის ვიდეოს "ტიკტოკზე" 2 მილიონამდე ნახვა აქვს - "ეს მანქანა გახდა სცენა და მგზავრები აუდიტორია, ერთი კაციც რომ ტაშს დაგიკრავს, სასწაულია"

"ამ მანქანაში ძალიან ხშირად არის პატარა სცენა", - გვეუბნება ტაქსის მძღოლი, მიხეილ მეგრელიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარული მის მიერ შესრულებული სიმღერით გახდა.

ვიდეომ "ტიკტოკზე" 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა. ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო და ვერც კი წარმოედგინა რომ მისი ნამღერი ამდენ ადამიანს მოეწონებოდა.

მიხეილ მეგრელიშვილი ტაქსის მძღოლად წლებია, რაც მუშაობას. ვიდეო ერთ-ერთმა მგზავრმა შემთხვევით გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

"ნუცუბიძიდან მარჯანიშვილზე მივდიოდით. დიდი დრო გვქონდა, საცობი იყო. დავიწყე სიმღერა და მარიმ გადამიღო. "ტიკტოკზე" დაუდია. ჩემმა შვილმა დამირეკა: მამა, ნახე რა ხდებაო? "სქრინებს" მიყრიდა. წარმოდგენა არ მქონდა.

მაქვს მუსიკალური განათლება, მაგრამ დიდ სცენაზე არადროს ვმდგარვარ. ეს მანქანა გახდა სცენა და მგზავრები აუდიტორია. ერთი კაციც რომ ტაშს დაგიკრავს, სასწაულია. ხანდახან ხმებში ვმღერით. მანქანაში სულ ჟივილ-ხვილია. ზოგჯერ განწყობა არ მაქვს, მაგრამ ის ადამინები მიქმნიან განწყობას და ეს მსიამოვნებს. ასეთი დავიბადე და ასეთი წავალ 100 წლის შემდეგ," - ამბობს მიხეილ მეგრელიშვილი.