ავტორი:

“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“ - დონალდ ტრამპი

“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“ - დონალდ ტრამპი

“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც, როგორც BBC წერს, რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქების გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა.

  • როგორც ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის “მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს", რადგან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვის გაცემას აგრძელებს.

​“უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ “ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია".

“ჩვენ ვუთხარით: “რუსეთს რაც გინდათ, ის უქენით, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყათ“, რადგან ეს გლობალურ პრობლემებს იწვევს", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, ზელენსკის შეეძლო მრავალი შეთანხმების დადება, მაგრამ რატომღაც ამას არასდროს არ აკეთებს.