ინგლისში, Yorkshire Wildlife Park-ის ზოოპარკში საზარელი ტრაგედია დატრიალდა - უცნობი მამაკაცი ვეფხვის ვოლიერში შევიდა, სადაც მას გიგანტური ციმბირული ვეფხვი თავს დაესხა. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ვეფხვის შეჩერებას საჩვენებელი თითის გაშვერითა და ყვირილით ცდილობდა: “არა! არა! არა!“. ამ დროს შეძრწუნებული დამსწრე საზოგადოება დახმარებას ითხოვდა და ყვიროდა.

სამედიცინო პერსონალის მცდელობის მიუხედავად, დაშავებული მამაკაცი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

სამხრეთ იორკშირის პოლიციის განცხადებით, ვეფხვი ვოლიერში რჩება. სამართალდამცველების განმარტებით, საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება.
ტრაგედიის შემდეგ Yorkshire Wildlife Park-ის ადმინისტრაციამ ზოოპარკიდან ვიზიტორების ევაკუაცია განახორციელა და ობიექტი უქმეებზე სრულად ჩაკეტა. მოგვიანებით, ვოლიერის ირგვლივ შავი დამცავი ეკრანი აღიმართა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლო მამაკაცმა ვოლიერში შეღწევა. პოლიციის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახს სპეციალური ოფიცრების ჯგუფი უწევს მხარდაჭერას.
იხილეთ ასევე: