ავტორი:

“ბავშვებო, მშობლებო, ყველას ბოდიშს გიხდით, რომ გვეგონა უსაფრთხო გარემოში გვყავდით -კიდევ კარგი, რომ ჩემი შვილი მოკლეს და არა სხვისი“ - ეკა კუპატაძე

“ბავშვებო, მშობლებო, ყველას ბოდიშს გიხდით, რომ გვეგონა უსაფრთხო გარემოში გვყავდით -კიდევ კარგი, რომ ჩემი შვილი მოკლეს და არა სხვისი“ - ეკა კუპატაძე

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე 2 წლის წინანდელ მოგონებას აზიარებს და მათი ცენტრის შესახებ წერს:

“მალანიებზე პოსტის დაწერას ვაპირებდი ამ დილით, მაგრამ ეს რომ არ დავდო არ შემიძლია.

წუხელ ფეისბუქში შემხვდა ჩემი ცენტრის ინგლისურის მასწავლებლის მიერ გაზიარებული მოგონება. ეს სურათი ჩვენს ცენტრში აქვს გადაღებული. გაკვეთილების დაწყებამდე ადრე მოვიდა ალბათ, თორემ მერე ისე ვმუშაობდით ყველანი, რომ წყლის დალევის დროც კი არ გვქონდა. ვშრომობდით შეუსვენებლად და არ ვიღლებოდით, რადგან ამას სიამოვნებით და სიყვარულით ვაკეთებდით.

ბავშვებო, მშობლებო, ყველას ბოდიშს გიხდით, რომ გვეგონა უსაფრთხო გარემოში გვყავდით. კიდევ კარგი, რომ ჩემი შვილი მოკლეს და არა სხვისი. (ასეთი მძიმე სიტყვები ჯერ არ მითქვამს.)“ - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.