ავტორი:

5 შეცდომა, რომელსაც წყვილები ქორწინებაში გაუცნობიერებლად უშვებენ

5 შეცდომა, რომელსაც წყვილები ქორწინებაში გაუცნობიერებლად უშვებენ

ურთიერთობაში ჰარმონიისა და ბედნიერების შენარჩუნება მხოლოდ “ქიმიასა“ და თავსებადობაზე არ არის დამოკიდებული. სამეცნიერო ჟურნალ Family Process-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კომუნიკაციისა და ემოციური უსაფრთხოების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ურთიერთობით კმაყოფილების ზრდასთან.

ლოს-ანჯელესელი სექსოლოგი, სექსოლოგი და წყვილთა ფსიქოლოგი, დოქტორი ტემი ნელსონი ასახელებს 5 გავრცელებულ შეცდომას, რომლებიც დროსთან ერთად წყვილებს შორის კავშირს ასუსტებს, და გვთავაზობს გზებს მათ თავიდან ასაცილებლად.

  • 1. ფიქრი, რომ პარტნიორზე უკვე ყველაფერი იცით

დროთა განმავლობაში, როდესაც წყვილები ყოველდღიურ რუტინაში ეფლობიან, ხშირად უჩნდებათ განცდა, რომ თავიანთი მეორე ნახევრის შესახებ უკვე ყველაფერი იციან. დოქტორ ნელსონის თქმით, პარტნიორის მიმართ ცნობისმოყვარეობის დაკარგვა თანდათანობით აზიანებს ლტოლვასა და მიზიდულობას.

  • 2. რთული და უსიამოვნო საუბრებისთვის გვერდის ავლა

რთული თემების იგნორირება და იმ საკითხების უგულებელყოფა, რომლებიც საუბრებში უთქმელი რჩება, ურთიერთობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. “დააკვირდით, რაზე არ საუბრობთ და რატომ“, - ურჩევს ნელსონი წყვილებს.

  • 3. სექსუალურ ცხოვრებაში მხოლოდ პრობლემებზე კონცენტრირება

ინტიმურ ცხოვრებაზე მსჯელობისას, მხოლოდ პრეტენზიებსა და ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

“მთავარია, არ ისაუბროთ იმაზე, თუ რა არ მუშაობს, რას არ აკეთებს თქვენი პარტნიორი ან რატომ არ გაქვთ სექსი უფრო ხშირად“, - აცხადებს ნელსონი.

მისი თქმით, “ჯადოსნური ფორმულა“ იმაში მდგომარეობს, რომ პარტნიორებმა ერთმანეთს გაუზიარონ ის, რაც მოსწონთ და რაც უკვე კარგად გამოსდით.

  • 4. “ტექნიკური მომსახურების“ რეჟიმში ჩარჩენა

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა, როდესაც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობები ურთიერთობის განვითარებასა და სიახლეების ძიებას სრულად ჩრდილავს.

ნელსონი განმარტავს, რომ ყველა ურთიერთობა საჭიროებს ბალანსს “ტექნიკური მომსახურების რეჟიმსა“ და “გაფართოების/განვითარების რეჟიმს“ შორის. პირველი გულისხმობს ყოველდღიურ ვალდებულებებს - გადასახადების გადახდას, საოჯახო საქმეებსა და რუტინას, რაც აუცილებელია, თუმცა მხოლოდ ამით შემოფარგვლა წყვილს მოწყენილობისა და ჩარჩენილობის განცდას უჩენს.

“გაფართოების რეჟიმი“ კი ახალი გამოცდილების ერთობლივად მიღებასა და ურთიერთობაში აზარტის შეტანას გულისხმობს.

  • 5. თბილი გრძნობებისა და ემოციური კავშირის გაუზიარებლობა

ხშირად წყვილები ხელიდან უშვებენ შანსს, გააღრმაონ ემოციური კავშირი, როდესაც პარტნიორის მიმართ სითბოსა და სიყვარულს გრძნობენ, თუმცა ამას ხმამაღლა არ გამოხატავენ.

ნელსონი მოუწოდებს წყვილებს, დააკვირდნენ იმ პოზიტიურ ემოციებსა და ფიზიკურ შეგრძნებებს, რომლებიც პარტნიორზე ფიქრისას უჩნდებათ, და გაუზიარონ ისინი ერთმანეთს.