ავტორი:

“ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს“ - რეზო კიკნაძე

“ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს“ - რეზო კიკნაძე

“ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს,“ - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

  • როგორც კიკნაძე წერს, აღნიშნულ შეზღუდვას პატიმარ გიორგი დავითაძისადმი მხარდამჭერ გზავნილს უკავშირებს.

“ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს. მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, „ვოისი“ რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი”,- წერს კიკნაძე.