ავტორი:

საგანგაშო კადრები კავთისხევი-ძეგვის გზის მონაკვეთზე - “შეიძლება ძალიან დიდი ტრაგედია მოხდეს, ამ ნაპრალებს შეხედეთ...“

საგანგაშო კადრები კავთისხევი-ძეგვის გზის მონაკვეთზე - “შეიძლება ძალიან დიდი ტრაგედია მოხდეს, ამ ნაპრალებს შეხედეთ...“

ირაკლი მილაძე კავთისხევი-ძეგვის გზის მონაკვეთში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ გზაზე დიდი ნაპრალებია გაჩენილი.

“ეს გზა შეიძლება სულ ჩავარდეს და აქ ძალიან დიდი ტრაგედია მოხდეს. ამ ნაპრალებს შეხედეთ... რამდენიმე წელიწადია ეს გზა ასეთ მდგომარეობაშია“ - ამბობს ირაკლი მილაძე.

მისი თქმით, ნაპრალები მთავარ გზას დაახლოებით ნახევარი მეტრით არის დაშორებული, რაც საგანგაშო ვითარებას ქმნის.