იყო თუ არა მესამე ადამიანი რუსკა მაყაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი? - "ჩემი ცხოვრებისეული ამოცანა იყო, რომ ოჯახი არ დამნგრეოდა"

იყო თუ არა მესამე ადამიანი რუსკა მაყაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი? - "ჩემი ცხოვრებისეული ამოცანა იყო, რომ ოჯახი არ დამნგრეოდა"

"ოფიციალურად გავაწერეთ ხელი" - ამის შესახებ მსახიობმა, რუსკა მაყაშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას, ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

  • წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა ურთიერთობის დასრულების მიზეზი მესამე პირი, რუსკა მაყაშვილი პასუხობს, რომ - არა.

"ეგღა მაკლია" – აღნიშნა მსახიობმა.

  • რუსკა მაყაშვილის თქმითვე, მისი ცხოვრებისეული ამოცანა იყო, რომ ოჯახი არ დანგრეოდა.

"დღეს მე და ჩემი ყოფილი მეუღლე მხოლოდ ბავშვების ირგვლივ ვურთიერთობთ...

ჩემი ცხოვრებისეული ამოცანა იყო, რომ ოჯახი არ დამნგრეოდა იმიტომ, რომ ყველაფერში წარჩინებული და ბეჯითი ვარ. მეოჯახე ტიპი ვარ. იმიტომ შევქმენი გვიან ოჯახი, იმიტომ გავაჩინე გვიან შვილები, რომ ზუსტად ჩამოყალიბებულად ვიცოდი, რა მინდოდა, ვინ მინდოდა, რატომ და რისთვის მინდოდა.

ეგ იყო ჩემი მთავარი ამოცანა, როცა უკვე აღარც სიყვარული იყო და არაფერი – "მე ოჯახს არ დავანგრევ", "მე ამაშიც ძალიან ბეჯითი ვიქნები".

ოჯახის გადარჩენას იმის იქითაც კი შევეცადე, სადაც კი შეიძლებოდა, მაგრამ მერე აფიქსირებ, რომ მართლა ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და როდემდე?! ამ შემთხვევაში მგონია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ" - ამბობს რუსკა მაყაშვილი.

ასევე იხილეთ: