ლილოს ნაგავსაყრელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანაა.
მოსახლეობის თქმით, 16 წელია ნაგავსაყრელის სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა, რის გამოც იქმნება ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემო.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, ბოლო წლებში ალერგიული პრობლემები დაეწყო მისი საცხოვრებელი გარემოს გამო.
"შვიდი საათის მერე გარეთ ვერ გამოხვალ და ვერც ფანჯარას გააღებ ისეთი სუნია. ვერც სარეცხს გაფენ, ისევ გასარეცხი ხდება. არასდროს მქონია ალერგია და ბოლო ორი წელია საშინელი ალერგია დამეწყო ყველაფერზე. დაპირებები ბევრია, მაგრამ გაკეთება ნაკლები“, - განაცხადა აქციის მონაწილემ “ტვ პირველთან”.