ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალია 4:1 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), გიორგი ლოლაძემ (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.
სამწუხაროდ, მეოთხედფინალში უზბეკეთის ნაკრებთან 3:4 დავმარცხდით, რეპეშაჟში კი საფრანგეთის ნაკრები 4:3 დავამარცხეთ. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ, ორჯერ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს.