ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს მკაფიოდ იკვეთება 7 მარადიული ღირებულება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი , - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სიმპოზიუმზე, "'ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განსაზღვრის ფუნდამენტს.
"დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების წინაშე დგას, ჩვენი ვალია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა - რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი?
ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება 7 მარადიული ღირებულება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი.
სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განსაზღვრად ფუნდამენტს. და დღესაც, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს, ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება.
ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური“, - განაცხადა პრეზიდენტმა.