პანამაში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის 5.8 და 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები.

მიწისძვრებმა შენობების ნგრევა გამოიწვია .
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მინისტრმა, ხუან კარლოს ორილაკმა, დედაქალაქ პანამა-სიტიში გამართულ პრესკონფერენციაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ დაზიანებულ ობიექტებს შორის არის საცხოვრებელი სახლები,სკოლები,სამედიცინო დაწესებულებები, გზები და სასტუმროები.


მათივე ცნობით, დაზიანდა დაახლოებით 420 საცხოვრებელი სახლი და ამდენივე საჯარო სკოლა. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მიწისძვრებმა დააზიანა შვიდი სასტუმრო, სულ მცირე 13 ეკლესია და 9 ხიდი.
"90 წლის განმავლობაში, ასეთ რამეს პირველად ვხედავ, საშინელება იყო. ძალიან ძლიერი, ალბათ უმძლავრესი მიწისძვრა იყო ", - განაცხადა ადგილობრივმა ტონი ხიმენესმა, რომლის სახლიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა და ახლა ნათესავებთან ერთად კარავში უწევს ცხოვრება.

წყარო: theguardian.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა