საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმიდან 1 დღის შემდეგ, აეროპორტის ტერმინალს დაუდგენელი ჭურვი მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტი დაიხურა, ჰუსიტებმა კი განაახლეს მუქარა, რაზეც ვაშნგტონი თავის მხრივ რეაგირებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღის წინ, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 309 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის სათავეში არსებულმა სამხედრო კოალიციამ იემენელ ჰუსიტებს დააკისრა და საპასუხო დარტყმებით დაემუქრა.
საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს ცნობით, დაღუპულთა შორის საუდის არაბეთის 4 მოქალაქეა, 2 ბანგლადეშიდან, ხოლო თითო-თითო - აშშ-იდან, იორდანიიდან, პალესტინიდან, სირიიდან, სუდანიდან და ეგვიპტიდან.
აღნიშნული თავდასხმა საუდის არაბეთის სამეფოში 2015 წლის მაისის შემდეგ ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.
წყარო: euronews.com/
ასევე იხილეთ:
მოამზადა: ანა სიბოშვილმა