კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა: დაშავებულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან - რა დეტალები ხდება ცნობილი?

კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა: დაშავებულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან - რა დეტალები ხდება ცნობილი?

კახეთის გზატკეცილზე, რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანები.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

  • დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.