ტელეკომპანია "იმედის" პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საპატიო ლანჩხუთელი გახდა. ამის შესახებ ინფორაციას თავად ავრცელებს.
"საპატიო ლანჩხუთელი გავხდი დღეს! არ ვიცი ჩემთვის ამაზე მეტი მოულოდნელი სიხარული რა შეიძლებოდა ყოფილიყო! დღეს განსაკუთრებულად ამაყი ვარ ჩემი გურული წინაპრების, ბაბუაჩემის - ნოე სულაბერიძის (რომელსაც ვერ მოვესწარი), ჩემი მამის - საშა სულაბერიძის წინაშე, რომელმაც სადამდეც ამ წუთისოფელმა საშუალება მისცა, მოასწრო, რომ ასე შემყვარებოდა და შემესისხლხორცებინა ჩემი ფესვები, ჩემი კუთხე! სწორედ მისი გზის გაგრძელებას ვცდილობ ჩემს შვილებთან და ვგრძნობ გამომდის, რადგან ლანჩხუთი და ჩემი სოფელი ჩიბათი ჩემს შვილებს ჩემზე არანაკლებად უყვართ უკვე მადლიერი ვარ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის - ალექსანდრე სარიშვილის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო განსაკუთრებული მადლობა ჩემს ლანჩხუთელებს, ასეთი დაუვიწყარი სიყვარულისთვის, რაც დღეს ვიგრძენი და მივიღე" - წერს ნოე სულაბერიძე.