ავტორი:

ალას "ვერ იცნობთ!“ - 77 წლის ალა პუგაჩოვა შეცვლილი გარეგნობით გამოჩნდა: "კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა?“ (ფოტო)

ალას "ვერ იცნობთ!“ - 77 წლის ალა პუგაჩოვა შეცვლილი გარეგნობით გამოჩნდა: "კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა?“ (ფოტო)

ალა პუგაჩოვა ლიმასოლში სეირნობისას პაპარაცებმა შენიშნეს. ამჯერად მომღერალი მხიარული, ახალგაზრდული იმიჯით გამოჩნდა, თუმცა ხელი კვლავ შეხვეული ჰქონდა.

  • ბლოგერმა, რომელიც სოციალურ ქსელში Shinovanastya-ს სახელით არის ცნობილი, ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე, მაქსიმ გალკინი, შემთხვევით გადაიღო. გოგონა ლიმასოლის ძველ პორტში, კაფე-რესტორნის საზაფხულო ტერასაზე ისვენებდა, როდესაც მომღერალი შენიშნა. პუგაჩოვა შენობისკენ მიდიოდა, უკან კი მეუღლე მიჰყვებოდა.

"კვიპროსში ცნობილი ადამიანების შეხვედრის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში. ვადასტურებ - ერთ დღეში გალკინი და პუგაჩოვა ვნახე“, - დაწერა ბლოგერმა ვიდეოს აღწერაში.

გოგონამ ვარსკვლავურ წყვილს ერთობლივი ფოტოს გადაღება სთხოვა. პუგაჩოვას მოკლე შორტი ეცვა და მაისურზე ზემოდან კუბოკრული პერანგი.

  • "პრიმადონას" ახალმა კადრებმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. "ეს ნამდვილად ხელოვნური ინტელექტია“, - წერს ზოგიერთი გამომწერი. სხვები კი პუგაჩოვას გარეგნობაზე საუბრობენ: "ალა ვეღარ იცნობა. სახეზე კიდევ გაიკეთა ოპერაცია? ჩემი საყვარელი მომღერალია“. კრიტიკული კომენტარებიც გამოჩნდა - ერთ-ერთი მომხმარებლის აზრით, მომღერალი რომ შემთხვევით ენახა, უცნაურად ჩაცმულ ადამიანად მიიჩნევდა.

ალა პუგაჩოვა კვიპროსის ქუჩებში ადრეც არაერთხელ შეუმჩნევიათ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ის ძაღლთან ერთად სეირნობისას გადაიღო. მაშინაც ყურადღება მიიქცია მისმა გადახვეულმა ხელმა - აღმოჩნდა, რომ მომღერალს მორიგი ტრავმა ჰქონდა.

ზაფხულში პუგაჩოვამ თავადაც ისაუბრა დაცემაზე, რის შედეგადაც ფეხი მოიტეხა და მენჯ-ბარძაყის სახსარი დაიზიანა. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი საწოლს იყო მიჯაჭვული, შემდეგ კი გადაადგილება ხელჯოხით უწევდა. ახალ ვიდეოში ჩანს, რომ მომღერალი კვლავ გაჭირვებით, თუმცა უკვე დამოუკიდებლად დადის.

ალა პუგაჩოვას კვიპროსზე დიდი ხანია აქვს უძრავი ქონება. მას იქ ორსართულიანი, ოთხი მილიონი ევროს ღირებულების ვილა აქვს, ასევე - სამსართულიანი პენტჰაუსი, რომლის ფასიც, გავრცელებული ცნობებით, 18 მილიონ ევროს აღწევს. ბოლო წლებში მომღერალი ძირითადად ოჯახზეა კონცენტრირებული და შვილებზე ზრუნვით არის დაკავებული.