ვოლოდიმირ ზელენსკი კონფლიქტის შეჩერების სურვილს არ ავლენს, სწორედ ამიტომ ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ ეტაპზე ამის გაკეთება არ სურს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის "მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს“, რადგან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვის გაცემას აგრძელებს.
"უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ "ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია“.