ძამას ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ქარელის საავადმყოფოში "ქართლის ამბებს" განუცხადეს, რომ დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც "ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
.