ავტორი:

რომის პაპს ოპერაციისთვის ამზადებენ - რას წერს მედია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

რომის პაპს ოპერაციისთვის ამზადებენ - რას წერს მედია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

რომის პაპ ლეო XIV-ს ფილტვზე კვანძი აღმოაჩნდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ მან კვირას, წმინდა პეტრეს მოედანზე, ტრადიციული ლოცვის დროს განაცხადა.

  • პაპის თქმით, სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ფილტვზე ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი, მკაფიოდ შემოსაზღვრული კვანძი გამოვლინდა. ექიმების რეკომენდაციით, მის მოსაშორებლად ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, რაზეც ლეო XIV თანახმაა.

წმინდა საყდრის პრესსამსახურის წარმომადგენლის, მატეო ბრუნის განცხადებით, ოპერაცია რომში, გემელის საავადმყოფოში, მომავალი კვირის დასაწყისში ჩატარდება. მისივე ინფორმაციით, პაპის გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

ლეო XIV-მ მორწმუნეებს მხარდაჭერისა და ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ და ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა. მათ პაპს სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება უსურვეს.

ფილტვის კვანძი ქსოვილში წარმოქმნილი მცირე წარმონაქმნია, რომელიც ხშირად რენტგენოლოგიური გამოკვლევის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ვლინდება. ასეთი კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანია, თუმცა მათი ბუნების დასადგენად შესაძლოა დამატებითი გამოკვლევა გახდეს საჭირო.

მიუხედავად დაგეგმილი ოპერაციისა, პაპმა დაადასტურა, რომ ნოემბერში ურუგვაიში, არგენტინასა და პერუში ვიზიტის განხორციელებას კვლავ აპირებს.

წყარო