ავტორი:

ბათუმში, მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა - რა ვითარებაა ადგილზე

ბათუმში, მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა - რა ვითარებაა ადგილზე

ბათუმში, მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დიმიტრიადის ქუჩაზე, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით,, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მაშველ-მეხანძრეები ოპერატიულად გამოცხადდნენ და ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.