ავტორი:

კახეთში 72 წლის აკაკი დემუროვს ეძებენ: რას აცხადებს დაკარგული მამაკაცის შვილი

კახეთში 72 წლის აკაკი დემუროვს ეძებენ: რას აცხადებს დაკარგული მამაკაცის შვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 72 წლის აკაკი დემუროვს ეძებენ. ამის შესხებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კაცი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. როგორც მისმა შვილმა გამოცემას უთხრა, საღამოს სახლში მისულს მამა აღარ დახვდა.

მისი ინფორმაციით, დემუროვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვარაუდობს, რომ შორს ვერ წავიდოდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან პოლიცია და სამაშველო სამსახური.სპეციალისტებმა ორჯერ გამოიყენეს დრონი, ასევე დაათვალიერეს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, თუმცა მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. აკაკი დემუროვი ბოლოს მეზობლებმა საკუთარ უბანში ნახეს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 555 45 15 21.