ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
ამით ჯაღმაიძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცალკეულ ეკლესიაში ელექტრონული შესაწირი აპარატები დაიდგა.
ცნობისთვის, ფოტო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ ტაძარში ელექტრონული შესაწირი ტერმინალი დგას, სოციალურ ქსელში გავრცელდა.