ავტორი:

"ცხოვრობთ თუ არა ქართველებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? " - რა თქვა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა

"ცხოვრობთ თუ არა ქართველებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? " - რა თქვა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა

ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

  • სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა, მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაზრდილა, მიღებული სარგებელი კი "ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ხელში აღმოჩნდა.

"მინდა ვკითხო ხალხს, თქვენ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა ბუნებრივად იზრდებოდა და გაიზარდა რამდენჯერმე. ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს?

იმაზე რამდენჯერმე უკეთესად და პასუხი არის ძალიან მარტივი: არა, არ ვცხოვრობთ! ე.ი. ამ ფულმა გვერდი აუარა თქვენს ჯიბეებს და გადაედინა ივანიშვილის, კალაძის, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, მდინარაძის, ჩხარტიშვილის, გილაურების, პაპაშვილების და მრავალი სხვა წევრის წრეებში, რომელთაც გადააქციეს საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად, ხოლო რუსულ ფულს აქვს ეს თვისება - არასდროს თანაბრად არ ნაწილდება, ბინძური ფულია, კორუმპირებული ფულია და უთანასწორობაზე დაფუძნებული ფულია და არასდროს ნაწილდება თანაბრად. ჩვენთან შენდება ახალი ქალაქები, მაგრამ ეს ქალაქები არ არის ქართველებისთვის, ეს არის არაბებისთვის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილიც.