ავტორი:

“ადამიანი ობობას“ ვარსკვლავი, მსახიობი ტობი მაგუაიერი ყოფილი მეუღლის ქორწინების ცერემონიის წამყვანი იყო

“ადამიანი ობობას“ ვარსკვლავი, მსახიობი ტობი მაგუაიერი ყოფილი მეუღლის ქორწინების ცერემონიის წამყვანი იყო

საიუველირო დიზაინერი ჯენიფერ მეიერი ჯეფ ოგუნლესიზე დაქორწინდა. წყვილის საქორწილო ცერემონია ჰავაიზე, Four Seasons Resort Lanai-ში გაიმართა, რომელსაც მეიერის ყოფილი ქმარი, მსახიობი ტობი მაგუაიერი უძღვებოდა.

ქორწილს ოჯახის წევრები და ცნობილი სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებულთან, მოდელ ვიტორია ჩერეტისთან ერთად, ჯეფ ბეზოსი მეუღლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად, ასევე მსახიობები კორტნი კოქსი და ქეით ჰადსონი საქმროსთან, დენი ფუჯიკავასთან ერთად, და დიზაინერი რეიჩელ ზოი.

  • ცერემონიას მეიერისა და მაგუაიერის შვილებიც ესწრებოდნენ - 19 წლის რუბი და 17 წლის ოტისი, ასევე მეიერისა და მისი ახლანდელი მეუღლის ქალიშვილი, რომელიც წყვილს მიმდინარე წლის მაისში შეეძინა.

ქორწილი განსაკუთრებულ მოვლენას დაემთხვა: სულ რამდენიმე დღით ადრე, მეიერი და ტობი მაგუაიერი ოფიციალურად განქორწინდნენ. მათი დაშორებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ სასამართლო პროცესის ეს ეტაპი დასრულდა.

ისინი 2007 წელს დაქორწინდნენ, 2016 წელს კი დაშორების შესახებ განაცხადეს და განშორების შემდეგაც ინარჩუნებენ ახლო ურთიერთობას.

ჯენიფერ მეიერი წარსულში არაერთხელ საუბრობდა ყოფილ მეუღლესთან შვილების აღზრდასა და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებაზე. 2022 წელს მან მათი დაშორება დადებით გამოცდილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაგუაიერი მისთვის კვლავ ძალიან ახლობელი ადამიანია.

“ის ჩემი ძმაა. მე ის სიკვდილამდე მიყვარს“, - განაცხადა მეიერმა ყოფილ მეუღლეზე საუბრისას.

წყარო