ავტორი:

"ევროკავშირში არსებობს გარკვეული ინტერესი საქართველოსთან პოლიტიკურ დონეზე დაბლა ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა" - რიკარდ იოზვიაკი

"ევროკავშირში არსებობს გარკვეული ინტერესი საქართველოსთან პოლიტიკურ დონეზე დაბლა ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა" - რიკარდ   იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხზე მოკლედ იმსჯელეს.

"არსებითად, მათი პოზიცია კვლავ უცვლელია: ქვეყანაში შეინიშნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური უკუსვლა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე ქვემოთ ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა“, - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, მინისტრების უფრო ვრცელი დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი.