ავტორი:

"მე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, წერტილი" - კრიშტიანუ რონალდუ

"მე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, წერტილი" - კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა და მისი მიღწევები სათანადოდ არ ფასდება.

  • "მე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, წერტილი. გოლების მხრივ ციფრები ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა რონალდუმ CNN-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ხალხი იმაზე მეტს საუბრობს, თუ რამდენი გოლი დარჩა 1000-მდე, ვიდრე იმაზე, რას აკეთებს მოედანზე დღეს.

"არ მომწონს, როცა მხოლოდ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რამდენი გოლი დამრჩა 1000-მდე. ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს. 920, 925 თუ 930 გოლი რომ გავიტანო, მაინც მიმაჩნია, რომ ისტორიაში საუკეთესო ვარ“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

  • რონალდუს ამჟამად კლუბებსა და პორტუგალიის ნაკრებში გატანილი 980 გოლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 1000-გოლიანი ნიშნულის მიღწევა მის კარიერაში განსაკუთრებული შედეგი იქნება, ფეხბურთელი ამბობს, რომ მომავალზე ზედმეტად არ ფიქრობს და აწმყოთი ცხოვრებას ამჯობინებს.

რონალდუმ საკუთარ სათამაშო შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი აზრით, სწორედ მრავალმხრივობა განასხვავებს მას სხვა ფეხბურთელებისგან: შეუძლია გოლის გატანა ორივე ფეხითა და თავით, სახიფათოა საჯარიმო დარტყმებისას, გამოირჩევა სისწრაფითა და ფიზიკური მონაცემებით. მ

მისი თქმით, გულშემატკივრების ნაწილს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად შესაძლოა, ლიონელ მესი, პელე ან დიეგო მარადონა მიაჩნდეს, თუმცა თავად საკუთარ თავს ყველაზე სრულყოფილ მოთამაშედ მიიჩნევს.

რონალდუს თქმით, კარიერის დასრულება სინანულის გარეშე შეეძლო, რადგან მისი მიღწევები უკვე ისტორიის ნაწილია. თუმცა, ფეხბურთელის აზრით, თამაშის დატოვება ჯერ ნაადრევია, რადგან კვლავ შეუძლია მოედანზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა.

წყარო