ავტორი:

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 02:00-იდან 05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუხრანი, მთა ვარცლა, ფასანაური, არშა, ახატანი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში;

02:00-იდან 02:10 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საგურამო, ბიწმენდი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში;

04:50-იდან 05:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნავდარაანთკარი, საგურამო, ცხვარიჭამია, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 1

3:00-იდან 16:00 საათამდე აბობნენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელბში ძველი ქანდა, ციხისძირი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში;

16:00-იდან 18:20 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთი, ჩანადირთკარი, უნდილაანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.