ავტორი:

თბილისში, 9 თვეში 252 558 აბონენტი შემოწმდა - გაზის უსაფრთხოების წესები დარღვეული ჰქონდა 13 553 აბონენტს, CO-თი მოიწამლა 32 ადამიანი, ხოლო CO-თი ინტოქსიკაციითა და აფეთქებით გარდაიცვალა 2 მოქალაქე

თბილისში, 9 თვეში 252 558 აბონენტი შემოწმდა - გაზის უსაფრთხოების წესები დარღვეული ჰქონდა 13 553 აბონენტს, CO-თი მოიწამლა 32 ადამიანი, ხოლო CO-თი ინტოქსიკაციითა და აფეთქებით გარდაიცვალა 2 მოქალაქე

“თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის მასშტაბით, შემოწმდა 252 558 აბონენტი, საიდანაც გაზის უსაფრთხოების წესები დარღვეული ჰქონდა 13 553 აბონენტს.

კერძოდ: ჩუღურეთ - ნაძალადევში გამოვლინდა დარღვევის 2902 შემთხვევა, სამგორი - ვარკეთილში 2520, გლდანი - სანზონაში 1940 შემთხვევა, ისანი - ვაზისუბანში 1701, მთაწმინდა - კრწანისში 1411, საბურთალო ნუცუბიძეზე - 1190, დიდუბე - დიღომში 1030, ხოლო ვაკე - წყნეთში - 859 შემთხვევა.

ამასთან, როგორც “თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისში გაზის არასწორად მოხმარების შედეგად, CO-თი მოიწამლა 32 ადამიანი, ხოლო CO-თი ინტოქსიკაციითა და აფეთქებით გარდაიცვალა ორი მოქალაქე.