ავტორი:

“1 296 კილოგრამიანი “ბაგირა“ - ფერმერმა მსოფლიოში ყველაზე მძიმე გოგრა მოიყვანა“: რეკორდის დეტალები

“1 296 კილოგრამიანი “ბაგირა“ - ფერმერმა მსოფლიოში ყველაზე მძიმე გოგრა მოიყვანა“: რეკორდის დეტალები

ბრიტანელმა ფერმერმა საკუთარი რეკორდი მოხსნა და ჰელოუინის წინ მსოფლიოში ყველაზე მძიმე - დაახლოებით 1 296 კგ. წონის გოგრა მოიყვანა. 65 წლის იან პატონმა გიგანტური ბოსტნეული, რომლის გარშემოწერილობა 6 მეტრზე (20 ფუტზე) მეტია, ინგლისში, ბერკშირში გამართულ გიგანტური გოგრების ყოველწლიურ კონკურსზე 3 ოქტომბერს წარადგინა.

გინესის რეკორდების ოფიციალური მსაჯის, ჯერალდ შორტის თქმით, დედამიწაზე ყვავილოვანი და ნაყოფისმსხმოიარე მცენარეების არსებობის 100 მილიონი წლის განმავლობაში ეს უდიდესი და ყველაზე მასშტაბური ეგზემპლარია, რაც კი ოდესმე აღრიცხულა.

პატონმა თავის გიგანტურ გოგრას “ჯუნგლების წიგნის“ პერსონაჟის პატივსაცემად “ბაგირა“ დაარქვა. გოგრა ოფიციალურად აიწონა გინესის რეკორდების წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ.

  • როგორ მოჰყავთ გიგანტური გოგრა?

ჰემფშირის საგრაფოს ქალაქ ლიმინგტონში მცხოვრებმა ფერმერმა აღნიშნა, რომ გიგანტურ გოგრაზე ზრუნვა “საოცრად მძიმე შრომა“ იყო. იგი ყოველდღიურად 6 საათს უთმობდა მცენარეს და დღეში 130 გალონ (დაახლოებით 492 ლიტრ) წყალს ასხამდა.

“ჩემს ცოლს თითქმის ვერ ვხედავდი, თუმცა ამის გამო სერიოზული პრობლემები არ შემქმნია“, - იხუმრა რეკორდსმენმა ფერმერმა.

ისტორიული რეკორდის დამყარების შემდეგ, იან პატონმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ კოცნის თავის გოგრას. რეკორდსმენი გოგრა ამჟამად საუტჰემპტონში, Sunnyfields Farm-ის ფერმაშია გამოფენილი, სადაც თვის ბოლომდე დარჩება, რის შემდეგაც მას ძროხებს აჭმევენ.