ავტორი:

უმძიმესი კადრები - ვრცელდება რიადის აეროპორტის დაბომბვის ამსახველი კადრები: თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

უმძიმესი კადრები - ვრცელდება რიადის  აეროპორტის დაბომბვის ამსახველი კადრები: თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჰუსიტების მიერ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვის მომენტი არის ასახული. თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.

საუდის არაბეთის მედიის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ “მეფე ხალიდის სახელობის“ საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში, მგზავრები მშვიდად იდგნენ რიგში, როდესაც მოულოდნელად ძლიერი აფეთქება მოხდა.

ტერმინალში კვამლი გავრცელდა და ხანძარი გაჩნდა, დამფრთხალი მგზავრები კი თავშესაფრის პოვნას ცდილობდნენ. შიშისგან ზოგიერთი მგზავრი უსაფრთხოების გამშვები პუნქტებისკენ გაიქცა, აეროპორტის თანამშრომლები მაგიდების ქვეშ დაიმალა, ჭერის ნაწილები კი იატაკზე ჩამოცვივდა.

“მეფე ხალიდის აეროპორტი“, რომელიც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ოთხჯერ გახდა თავდასხმის სამიზნე, შაბათს მომხდარი სარაკეტო დარტყმის შემდეგ დაკეტილია. ეს ირანის ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში განხორციელებული ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმაა.

რიადის აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს დატანის აეროპორტზეც და მასზე ახალი დარტყმების განხორციელებით დაიმუქრნენ.

დაჯგუფების მტკიცებით, ეს თავდასხმები პასუხია იემენში საუდის არაბეთის მხრიდან განხორციელებულ “სასტიკ აგრესიაზე“, როლის დროსაც ქვეყნის დედაქალაქ სანაში საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა და ექვსი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჰუსიტი ამბოხებულები ენერგეტიკულ ობიექტებსაც ესხმიან თავს, თუმცა მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქების - მექასა და მედინას აეროპორტებს არ ბომბავენ.

როგორც საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა თავდასხმის შემდეგ განაცხადა, ქვეყნის პასუხი ჰუსიტების აგრესიაზე “ასეთივე სერიოზული უნდა იყოს“.

წყარო

იხილეთ ასევე: