ავტორი:

შოკისმომგვრელი შემთხვევა გვატემალაში - 15 წლის გოგონა საკუთარ დაკრძალვაზე გაცოცხლდა: დაუჯერებელი ამბის დეტალები (ვიდეო)

შოკისმომგვრელი შემთხვევა გვატემალაში - 15 წლის გოგონა საკუთარ დაკრძალვაზე გაცოცხლდა: დაუჯერებელი ამბის დეტალები (ვიდეო)

გვატემალაში, საკუთარ დაკრძალვაზე 15 წლის გოგონა, იულეიდი ისკოტოიაკი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, კუბოში მოულოდნელად წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო. შოკისმომგვრელი შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მოზარდი რამდენიმე საათით ადრე, მამის თვალწინ გონებადაკარგული დაეცა.

ყველაფერი რამდენიმე საათით ადრე აიწყო, როდესაც მოზარდმა მკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო. მამას, ევანგელისტ პასტორ აბრაამ ისკოტოიაკს გოგონა სამედიცინო ცენტრში ავტომობილით გადაჰყავდა, რა დროსაც მოზარდმა გონება დაკარგა. კაცმა ავტომობილი დაუყოვნებლივ გააჩერა და შვილის პულსი და სუნთქვა შეამოწმა. მან განაცხადა, რომ ვერც პულსი იგრძნო და ვერც სუნთქვა შეამჩნია, რის გამოც გოგონა ადგილზევე გარდაცვლილად გამოაცხადა.

მამის თქმით, დიაგნოზი ექიმს არ დაუდასტურებია და გარდაცვალების ოფიციალური მოწმობაც არ გაცემულა. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ნაცვლად, ოჯახმა კუბო შეიძინა და იმავე დღეს, დღის 14:30 საათზე, ელ-ხოკოტეში მდებარე სახლში სამგლოვიარო ცერემონია მოაწყო.

სამგლოვიარო პროცესის დროს, ტირილისას, გოგონას დედა, ლესვია რიოსი კუბოს გადაეფარა და შიგნით მოძრაობა შეამჩნია.

  • “ვამბობდი, რომ ის ცოცხალი იყო. როდესაც კუბოზე ვტიროდი, ფანჯარა გავაღეთ და დავინახეთ, რომ ის მოძრაობდა, უეცრად წამოჯდა“, - განუცხადა დედამ ადგილობრივ მედიას.

გოგონას გაცოცხლებას ემოციების აფეთქება მოჰყვა - გახარებული ახლობლები “ალილუიას“ ყვიროდნენ. მოზარდმა გაღვიძებისთანავე წყალი მოითხოვა.

საკუთარ განცდებზე საუბრისას იულეიდიმ აღნიშნა: “გული საშინლად მტკიოდა, სიმძიმეს ვგრძნობდი და შემდეგ გონება დავკარგე. ღმერთსა და ჩემს მშობლებს მადლობას ვუხდი, რომ ცოცხალი ვარ. ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებს, თუმცა ძალებს უკვე ვიბრუნებ. ეს ნამდვილი სასწაული იყო“.

გოგონას მამამ განმარტა, რომ დარწმუნებული იყო შვილის გარდაცვალებაში: “მან უბრალოდ შეწყვიტა სუნთქვა, გზაში გარდაიცვალა. ვნახე, რომ აღარ სუნთქავდა და მაჯაზე პულსს ვერ ვგრძნობდი. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო“.

მოზარდი გონზეა და სახლში რეაბილიტაციას გადის. გვატემალის ჯანდაცვის უწყებებს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

წყარო