ავტორი:

დონალდ ტრამპს სურს, რომ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს “ტრამპის ოკეანე“ დაარქვას

დონალდ ტრამპს სურს, რომ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს “ტრამპის ოკეანე“ დაარქვას

გასულ შაბათს გამართულ მიტინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ატლანტისა და წყნარი ოკეანეებისთვის თავისი სახელის დარქმევა სურდა. ეს რუკაზე “საკუთარი კვალის დატოვების“ მისი მორიგი მცდელობად შეფასდა.

“ჩვენ გვაქვს ყურე, გვაქვს ულამაზესი ტბა და ახლა ვიღაცამ თქვა: 'მდინარეც გჭირდებაო'. ხოდა, ჰუდსონის მდინარისთვის სახელის გადარქმევა არ მინდა, ჰენრი ჰუდსონმა დიდი ხნის წინ ამ მდინარეზე შესანიშნავად იცურა, ასე რომ, მდინარე გვჭირდება, ოკეანეც გვჭირდება, ამიტომ ატლანტის ან წყნარ ოკეანეზე ვფიქრობდი, შეგვიძლია დავარქვათ “ტრამპის ოკეანე“ ან “ამერიკელების ოკეანე“, ან რაიმე მსგავსი,“ - განაცხადა ტრამპმა კლარქსვილში (ტენესის შტატი) გამართულ მიტინგზე.

ტრამპმა უკვე გადადგა ნაბიჯები მექსიკის ყურისთვის “ამერიკის ყურის“, ხოლო ონტარიოს ტბისთვის “ამერიკის ტბის“ დასარქმევად. ზოგიერთი ეს იდეა თავდაპირველად უბრალო ხუმრობად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით ტრამპმა მათ სისრულეში მოსაყვანად აღმასრულებელ განკარგულებებს მოაწერა ხელი.

  • გარდა ამისა, ტრამპმა წამოაყენა იდეა, რომ ნიუ-მექსიკოს შტატისთვის “ნიუ-ამერიკა“, ხოლო ჰორმუზის სრუტისთვის “ტრამპის სრუტე“ ეწოდებინათ. თუმცა ეს ჩანაფიქრები ჯერჯერობით არ განუხორციელებია.

დონალდ ტრამპი როგორც უძრავი ქონების ყოფილი მაგნატი, იმითაც არის ცნობილი, რომ საკუთარ შენობებს თავის სახელს ანიჭებდა, ასევე იბრძოდა რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ისტორიული ობიექტებისთვის ასევე მისი სახელი დაერქვათ. მაგალითად, გასულ წელს, მისმა ადმინისტრაციამ მშვიდობის ინსტიტუტის შტაბ-ბინას “დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტი“ დაარქვა.

წყარო