ავტორი:

“კობახიძის ადგილზე ჩემი მტერი იყოს. როდესაც პრემიერი გქვია და შენს სიტყვას ბამბის ჩხარუნის ფასი აქვს, ძალიან ძნელია“ - გია ხუხაშვილი

“კობახიძის ადგილზე ჩემი მტერი იყოს. როდესაც პრემიერი გქვია და შენს სიტყვას ბამბის ჩხარუნის ფასი აქვს, ძალიან ძნელია“ - გია ხუხაშვილი

“კობახიძის ადგილზე ჩემი მტერი იყოს. როდესაც პრემიერი გქვია და შენს სიტყვას ბამბის ჩხარუნის ფასი აქვს, ძალიან ძნელია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

  • გია ხუხაშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე “უკანასკნელ მოჰიკანად“ ჰყავს, უნდა რომ ისე გაუშვას, ყველა ცოდვები მას აჰკიდოს.

“კობახიძე რეალურად პრემიერი არც არის. პრემიერი ჰქვია, მაგრამ მას რეალურად სერიოზული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების არანაირი ბერკეტი არ აქვს. მეტსაც გეტყვით, არცერთ მინისტრს არ აქვს იმის განცდა, რომ ანგარიშვალდებულია მასთან. ნახეთ, ბიძინამ როგორი მინისტრთა კაბინეტი გააკეთა, ნახევარზე მეტის გვარები არ ვიცით. აბსოლუტურად უსახური სიტუაცია შექმნა, ტექნიკური მთავრობა შექმნა, მოკლა პოლიტიკა ხელისუფლებაში და უკანასკნელი მოჰიკანი კობახიძე ჰყავს, რომელიც უნდა გაუშვას ისე, რომ მთელი დაგროვილი ცოდვები მას აჰკიდოს. მაგრამ არ იცის, მერე რა ტიპის პრემიერი დანიშნოს - ვაგრძელებთ რუსეთის იმპერიაში ინტეგრაციას და ტრაქტატზე ვაწერთ ხელს, თუ დასხლტომის საშუალება მიეცემა. ერთ შემთხვევაში ისეთ პრემიერი სჭირდება, მეორე შემთხვევაში ასეთი. დრო კობახიძეზე მუშაობს, მაგრამ პრემიერობას რომ ინარჩუნებს, მე ამას მისთვის ბონუსს ვერ დავარქმევდი იმიტომ, რომ მის ადგილზე ჩემი მტერი იყოს. როდესაც პრემიერი გქვია და შენს სიტყვას ბამბის ჩხარუნის ფასი აქვს, ძალიან ძნელია ასეთი სიტუაცია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ასევე, გია ხუხაშვილი გამოეხმაურა რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვას.

  • ხუხაშვილის თქმით, ამ პროცესს ორი მხარე აქვს, ერთი მხრივ ეს არის ზეწოლა რუსეთის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ აქვს კორუფციული მხარეც, “ვიღაც ამაზე ხელს მოითბობს“

“ეს არის ნაჯახით მუშაობის უტიფარი რუსული მეთოდოლოგია. ახლა აანონსებენ სხვა კომპანიებზეც, ანუ ჩუმად იყავითო. ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის, ტრაქტატი 2-ზე ხელის მოწერის და თქვენ კომპანიებო, ჩუმად იყავითო. ეს არის ერთი მხარე, მაგრამ ამას აქვს კორუფციული მხარეც, ვიღაც ამაზე ხელს მოითბობს - ამდენი გადაიხადე და ვიჩალიჩებ, რომ სიაში არ მოხვდე. ეს არის რუსული გარყვნილი სისტემა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან ყოველთვის ძალიან ღრმად იყო და როგორც ჩანს, ჩვენი კორუმპირებული აზროვნებისთვის ძალიან ნოყიერი ნიადაგი იპოვოს. ახლა დაიწყება მამაძაღლობები, გადარეკვა, გადმორეკვა მოსკოვში, რომ ამას ხომ არ იცნობ, მოდი ვიჩალიჩოთ, ამდენს გადავიხდი.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა ბიზნესმა, რომელიც დღევანდელ კვერცხზეა მუდმივად ორიენტირებული და ხელისუფლებისთვის თვალების ჩაპაჭუნებითაა დაკავებული, ვერა და ვერ გაიგო, რომ მტრის ბაზარზე არ უნდა იყო მიბმული. ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ამ რისკების დივერსიფიცირება მოეხდინათ.

მე მეღვინეებს ვეტყვი, არ არსებობს რუსეთთან დალაგება, დღეს ორ კაპიკს იშოვით, მაგრამ ხვალ ათი იმდენს დაკარგავთ. დაანებეთ ამ რუსეთის ბაზარს თავი, ვიღაც ინგლისურის მცოდნე ნახეთ და გაუშვით სხვა ბაზარზე. დაივიწყეთ რუსეთი, ახალი ბაზრები აითვისეთ, სხვა შემთხვევაში სულ ამ უბედურებაში იქნებით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.