ავტორი:

"ომის დასრულების მცდელობას შედეგი მოჰყვება, თუ ზეწოლა აგრესორზე განხორციელდება და არა მსხვერპლზე" - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ომის დასრულების მცდელობას შედეგი მოჰყვება, თუ ზეწოლა აგრესორზე განხორციელდება და არა მსხვერპლზე" -  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობაში, თუმცა, პოლონეთში მიგვაჩნია, რომ ამ მცდელობას შედეგი მოჰყვება, თუ ზეწოლა აგრესორზე განხორციელდება და არა აგრესიის მსხვერპლზე, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

  • მან რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონეთი სერიოზულად იღებს რუსეთის მუქარას.

"დიახ, სერიოზულად აღვიქვამთ, როდესაც რუსეთი გვემუქრება. ჩვენ ნატო-ში იმავე მიზეზით გავწევრიანდით, რა მიზეზითაც სხვები - საერთო თავდაცვისთვის. 15 წლის წინ ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა, მზად ვიყავით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა, სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა და როდესაც მათ პოლიტიკა შეცვალეს, ჩვენც ანალოგიურად მოვიქეცით”, - აღნიშნა სიკორკსიმ.

ასევე იხილეთ: