ავტორი:

"შოკში ვიყავი, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს“ - რა უთხრა ირაკლი ფირცხალავას ყოფილმა ცოლმა, როცა გაიგო, რომ მომღერლის საყვარელი ორსულად იყო

"შოკში ვიყავი, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს“ - რა უთხრა ირაკლი ფირცხალავას ყოფილმა ცოლმა, როცა გაიგო, რომ მომღერლის საყვარელი ორსულად იყო

რუსი მომღერლის, ირაკლი ფირცხალავას პირად ცხოვრებაში მომხდარმა სკანდალმა მის ყოფილ მეუღლესთან, ელენა გრებენშჩიკოვასთან ურთიერთობა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წლების წინ დაშორდა, ელენამ მომღერალს მხარი დაუჭირა, როდესაც ახალგაზრდა მოდელმა, კატია ლუკიანოვამ, ფირცხალავასთან რომანის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ფირცხალავასგან შვილს ელოდებოდა.

ფირცხალავა კატია ლუკიანოვასთან ერთად

მისი თქმით, იმ დროისთვის ისინი უკვე მეგობრულად იყვნენ დაშორებულები და ორივე საკუთარ ცხოვრებას აგრძელებდა. თუმცა, სატელევიზიო შოუ - "სიყვარულზე ფსონიs“ სცენარის გამო, დაშორების შესახებ საჯაროდ საუბარს ვერ ახერხებდნენ.

  • "ეს გოგო (ყოფილი საყვარელი) მას იმიტომ დაუპირისპირდა, რომ აჟიოტაჟი სურდა. იმ დროს მონტენეგროში ვისვენებდი და ჩემი ცხოვრებით ვტკბებოდი. დილის ხუთ საათზე გამეღვიძა, ინსტაგრამის პირად შეტყობინებებში შევედი და ეს ამბავი დამხვდა. შოკში ვიყავი, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. მივხვდი, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა როგორც შოუს, ასევე ჩვენ. მასზე გაბრაზებულიც ვიყავი“, - იხსენებს ელენა.

ელენა ამბობს, რომ შეეძლო მომხდარზე სრულიად განსხვავებული რეაქცია ჰქონოდა, თუმცა ყოფილ მეუღლესთან ერთად იმდენი რამ ჰქონდა გავლილი, რომ პირადი პრობლემების საჯარო დაპირისპირებად ქცევა არ სურდა.

  • "ყველა ის ქალი, რომელმაც თავიდან გამომიწერა, ჩემგან, როგორც ირაკლი ყოფილი ცოლისგან ელოდა, რომ მას დავგმობდი და დავიტანჯებოდი. შემეძლო თავი მიტოვებულ, უბედურ ქალად წარმომეჩინა და ეს ისტორია დიდხანს გამეგრძელებინა. მაგრამ ჩვენს ოჯახში ასე არასდროს ვიქცევით - ცოტა იტალიელებივით ვართ“, - ამბობს ელენა.

მისი თქმით, როდესაც დაინახა, რომ სკანდალის გამო ირაკლის მძიმე პერიოდი დაუდგა, გადაწყვიტა, მისთვის მხარი დაეჭირა.

"ირაკლი გასტროლებზე იყო. მივხვდი, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ ამხედრდა. უბრალოდ ვუთხარი: "ჯანდაბას, შენს პატარას გავზრდით!“ ამის შემდეგ კიდევ უფრო დავმეგობრდით“, - იხსენებს მომღერლის ყოფილი მეუღლე.

დაშორების შემდეგაც ერთმანეთის გვერდით არიან

ირაკლი ფირცხალავა ელენას მხარდაჭერისთვის მადლიერი იყო და რთულ პერიოდში ისინი მუდმივად ურთიერთობდნენ. ამ ამბავმა ელენასა და მომღერლის დედას, ნანას შორის ურთიერთობაზეც დადებითად იმოქმედა. ელენას თქმით, თავდაპირველად დედამთილთან თბილი ურთიერთობა არ ჰქონია.

"ურთიერთობა ყველაზე ძვირფასი კრიზისის დროს ხდება, როდესაც სიძულვილსა და რთულ სიტუაციებს სიყვარულად გარდაქმნი. ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩემთვის ეს ახალი გამოცდილებაა. ირაკლიმ ჩემს ცხოვრებაში ბევრი სირთულე მოიტანა, თავიდანვე. მაგრამ მიხარია, რომ ეს ყველაფერი სიყვარულად ვაქციეთ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს“, - ამბობს ელენა.

ირაკლი ფირცხალავა დედასთან ერთად

მომღერლის 49-ე დაბადების დღეზე ყოფილ მეუღლეებს ხშირად ხედავდნენ ერთმანეთთან ჩახუტებულებს, თუმცა ელენა ამბობს, რომ შერიგებას არ გეგმავენ.

"კიდევ ერთხელ უნდა შევრიგდეთ? უკვე მერამდენედ - 159-დ? დედაჩემი ხუმრობდა, ამ ურთიერთობაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ არ ვლოცულობდი და მძიმე ცოდვებისთვის ვისჯებოდი“, - ხუმრობს ქალი.

ელენას თქმით, ირაკლის დედაც სთხოვს შერიგდნენ, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ ახლა მათ შორის არსებული კავშირი ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე მეტია.

"მას ყოველთვის დავიცავ და ყოველთვის მეყვარება“

ელენა ამბობს, რომ ირაკლი ფირცხალავას საჯარო კრიტიკისგან ყოველთვის დაიცავს. მისი აზრით, ადამიანები მომღერალს სათანადოდ არ იცნობენ და მის საქციელს ხშირად არასწორად აფასებენ.

"ირაკლის ზოგჯერ სრულიად უსამართლოდ ესხმიან თავს, რადგან ადამიანები მას კარგად არ იცნობენ. მისი საქციელი ზოგჯერ უცნაურია - თავადაც ასეთია. ემოციური ინტელექტი უბრალოდ ნულზე აქვს“, - ამბობს ელენა.

  • მისივე თქმით, ირაკლისთან განსაკუთრებული კავშირი მაშინაც შეინარჩუნა, როდესაც თავად ახალი ურთიერთობა ჰქონდა და ქორწინებამდეც კი იყო მისული.

"მაშინაც კი, როცა ახალი ურთიერთობა მქონდა და თითქმის ვთხოვდებოდი, ჩემი კატის დასაკრძალად მხოლოდ ირაკლი დავპატიჟე. რთულ სიტუაციებში ყოველთვის მას ვეძახდი და მომავალშიც ასე იქნება. ყოველთვის მეყვარება. ეს მისთვისაც მითქვამს, ამიტომ საჯაროდ ამის თქმის არ მრცხვენია“, - ამბობს ელენა გრებენშჩიკოვამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკიანოვას (ირაკლი ფირცხალავას მეგობარი ქალი) ორსულობა მოგვიანებით სიცრუე აღმოჩნდა.