"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით პოლიტიკური პატიმარია.
"გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ განახლებულ საქმეში ბრალდების მხარეს არ გააჩნია არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენება. საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები პირის იდენტიფიცირებისთვის სრულიად უვარგისია, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კი 6 თვის გასვლის შემდეგაც არ არსებობს. ერთადერთი საყრდენი რის საფუძველზეც სახელმწიფო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტულ მიზნებს სდებს ბრალად არის ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ოთხგვერდიანი გაუმჭვირვალე დასკვნის მიხედვით ძაღლმა დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნი თითქოს 8 თვის შემდეგ ამოიცნო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურიდიული შეფასებით, ეს ბრალდება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებელ საფუძველს და გამოირჩევა მტკიცებულებითი ბაზის თვალშისაცემი სიმწირით. ორგანიზაციის დასკვნით სახეზეა აშკარად უსამართლო მართლმსაჯულება და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია“,- ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიზში.
იხილეთ ანალიზი სრულად.